ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, სანქცირებული სასამართლო, პოლიტპატიმრები – წითლიძე ევროპარლამენტში

0
92

“მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ 89 პროცენტის სახელით, ვისი არჩევანიც არის ევროპა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა ანა წითლიძემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ბრიუსელში დღეს ასოცირების საბჭოს სხდომაზე, საქართველოს მხრიდან, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მსჯელობენ. ანი წითლიძემ მესამე პრეზიდენტის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. წითლიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ოპლიგარქიული მმართველობისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებისა, ქართველი ხალხი იმსახურება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს

„მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ის ახლა ციხეშია, პრორუსული ხელისუფლების წყალობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გეოპოლიტიკური შესაძლებლობა რომელიც ჩემს ქვეყანას ახლა აქვს, ჩემი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ელოდა. თაობები შეეწირა ამას. თბილისის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ევროპული მომავლის დასაცავად, რუსულო კანონის წინააღმდეგ.

2012 წლამდე საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა – ძნელად წარმოსადგენი იყო რომ 11 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები იქნებოდა ასეთი ანტიევროპული. ქართული ოცნების ლიდერების პროპაგანდა არის ის რომ ევროპას უნდა ომი და მეორე ფრონტი საქართველოში.

ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, არათავისუფალი, სანქცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები. კიდევ უფრო მეტი ვიდრე აქ აღვნიშნავ. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები – საქართველოს ევროპული კურსის დასაზიანებლად – ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.“ – განაცხადა ანა წითლიძემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

წინა სტატიასაქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევენ -ო’ბრაიენი
შემდეგი სტატიადასავლელი პარტნიორები უკვე დაიღალნენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ გვსურს “მეორე ფრონტი”- კალიურანდი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური