მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

Published on

უბედური შემთხვევა სამეგრელოში – ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ბავშვი საავადმყოფოში წუხელ, უგონო მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და საათნახევრიანი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია. ჩატარდა ექსპერტიზაც, თუმცა მედიკოსები ვერაფერს ამბობენ, რადგან მათ მცირეწლოვნის სრულყოფილი გამოკვლევა ვერ მოასწრეს.

ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში წალენჯიხიდან გადაიყვანეს, სადაც ის მშობლებთან ერთად, ბაბუის გასვენებაში იმყოფებოდა და გონებაც იქ დაკარგა.

იქამდე კი 2 დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი, გურიაში, საქანელადან გადმოვარდა. ოჯახმა შემოწმებისთვის ექიმთანაც მიიყვანა, თუმცა მალევე გაწერეს. არსებული ცნობებით, ახლობლები გარდაცვალებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ, რადგან მათივე თქმით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. მეორე ვერსიით, კი არ გამოირიცხება კვებითი ინტოქსიკაცია.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...