უკრაინის ცნობით, კაშხლის ჩამონგრევის გამო ხერსონში 1 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია

0
255

უკრაინის ინფორმაციით, ნოვა კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად ხერსონის რეგიონში 1 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდ პროკუდინის თქმით, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე 1 800-ზე მეტი სახლი დაიტბორა.

პროკუდინის თქმითვე, მომდევნო 20 საათის განმავლობაში წყლის დონე სავარაუდოდ, კიდევ ერთი მეტრით მოიმატებს.

“დატბორვის ინტენსივობა მცირდება, მაგრამ კაშხლის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, წყლის დონის მომატება გაგრძელდება”, – თქვა პროკუდინმა.

ცნობისთვის, 6 ივნისის დილას ცნობილი გახდა, რომ რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვის რისკის წინაშე არსებული დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდება. რუსეთი, ტრადიციულად, ბრალდებებს უარყოფს და უკრაინას დივერსიაში ადანაშაულებს.

წინა სტატიაბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში „ლურჯი მოცვის“ ბაღები გაშენდა
შემდეგი სტატიაკახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ მინიმუმ 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური