მედიის თავისუფლება 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, ხაზს ვუსვამთ, რომ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული – ჰერჩინსკი

0
199

“მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მთავარი შემადგენელი ნაწილია და ის ასევე არის იმ 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი, რომლებიც საქართველოს წინაშე იქნა წაყენებული. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველოში მედია იყოს მაქსიმალურად თავისუფალი. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ეს უფლებები დაცული იქნება. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ხაზს ვუსვამთ, რომ ეს უფლებები უნდა იყოს დაცული.”

აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტის მიერ, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნასა და მედიისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე.

წინა სტატიავრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით – NAEC-ის განცხადება
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური