კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ მინიმუმ 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება

0
266

რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ლეონტეივის თქმით,სულ მცირე შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ დატბორვის შედეგად.

“ჩვენ ახლა ვიკვლევთ ინფორმაციას დაკარგულების შესახებ, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ეს ადამიანები ასევე ევაკუირებული იქნა წყალდიდობის ზონებიდან, რომლებიც აღარ არსებობს – კუნძულებიდან. იქ მწყემსები იყვნენ… დაახლოებით შვიდი ადამიანი, რომელსაც დანამდვილებით ვიცნობთ”, – ციტირებს ინტერფაქსი.

ლეონტიევის თქმით, ხერსონის ოლქის 4 დასახლება თითქმის მთლიანად დატბორილია.

წინა სტატიაუკრაინის ცნობით, კაშხლის ჩამონგრევის გამო ხერსონში 1 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური