ჩვენ არ დავტოვებთ, დავეხმარებით უკრაინას – ბაიდენი

0
232

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “ამერიკის ხმის” ცნობით, პირველი კომენტარი გააკეთა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე და თქვა, რომ შტატები დაეხმარება უკრაინას.

ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა რა იქნებოდა მისი გზავნილი კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით:

“ჩვენ არ დავტოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას”, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს სიტუაციის შეფასებას სამხრეთ უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით.

NBC News-ის ცნობით, შეერთებული შტატები იძიებს სამხრეთ უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გარემოებებს, მაგრამ ეჭვობს, რომ რუსეთი ამაში მონაწილეობდა.

წინა სტატიაპრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას – “ოცნების” განცხადება
შემდეგი სტატიაგაეროში კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე იმსჯელეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური