ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნოვა ხაკოვკაში კაშხალზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა.
მიშელმა თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა და თქვა, რომ რუსეთს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრება.
“შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული. ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს”, – დაწერა მიშელმა.
Shocked by the unprecedented attack of the Nova Kakhovka dam.
The destruction of civilian infrastructure clearly qualifies as a war crime – and we will hold Russia and its proxies accountable.
— Charles Michel (@CharlesMichel) June 6, 2023
უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური დღეს, 6 ივნისს ააფეთქეს. აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები. დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.