არის სხვადასხვა ქვეყნები, კომპანიები, რომელთა გარეშეც რუსეთი ვერ შეძლებდა იარაღის, მათ შორის რაკეტების წარმოებას – ზელენსკი

0
244

“დღეს მე გავმართე სპეციალური შეხვედრა სანქციების შესახებ. ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ, როგორ არიდებს რუსეთი სანქციებს თავს და ვინ ეხმარება მას. ეს არის სხვადასხვა ქვეყნები, სხვადასხვა კომპანიები, რომელთა გარეშეც რუსეთი ვერ მოახდენდა იარაღის, მათ შორის რაკეტების წარმოებას. სამწუხაროდ, ტერორისტული სახელმწიფო ახერხებს მსოფლიოს ტექნოლოგიების გამოყენებას მიმწოდებელთა ქსელის მეშვეობით და ახერხებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმებისთვის გვერდის ავლას. ჩვენ ვხედავთ არსებული სანქციების გვერდის ავლით ყველა მიმართულებას, ყველა ქვეყანას, რომლის ტერიტორია ან იურისდიქცია გამოიყენება ტერორის გასაგრძელებლად. ჩვენ უნდა დავხუროთ ყველა ასეთი ტერიტორია – ჩვენს პარტნიორებთან ერთად – იმისათვის, რომ რუსული რაკეტები და იარაღი არ ემუქრებოდეს თავისუფალ სამყაროს. ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგმება”.

ამბობს უკრაინის პრეზიდენიტ, ვოლოდიმირ ზელენსკი.

წინა სტატიახვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს
შემდეგი სტატია“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრებმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის შეწყალების მოთხოვნით ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური