მთავარიUncategorizedსტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ პუტინისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება გამოიწვია - კობახიძე

სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ პუტინისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება გამოიწვია – კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ” 2008 წელს რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის “ჩაბარება” გამოიწვია.

ამ განცხადებით კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელმაც თხოვა განემარტა, რას გულისხმობს ხელისუფლება სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში.

კობახიძის სიტყვებით, ხელისუფლებას პრაგმატული პოლიტიკა აქვს და სწორედ ამ პოლიტიკით, “ოცნება” ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც ომი არ ჰქონია.

“სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ გამოიწვია 2008 წელს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება. ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა რბილად რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, იყო უმძიმესი ავანტიურა და წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა – ნაცმოძრაობამ, ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში “ქართული ოცნება” პირველი ხელისუფლებაა, რომელსაც ომი არ ჰქონია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, გულისხმობს თუ არა სტრატეგიული პოლიტიკა EU-ზე უარის თქმას, იმ შემთხვევაში, თუ ამას რუსეთი მოითხოვს, კობახიძის თქმით, “ეს სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილი არაა”.

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2012 წელს “ქართულმა ოცნებამ” ახალი მიდგომა – “სტრატეგიული მოთმინება” დანერგა.

“სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე” მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა, მისი თქმით, საქართველო რუსეთთან არა დათმობის, არამედ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას აწარმოებს”.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...