ღარიბაშვილის ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება, იმედია ზურაბიშვილი სხვა მესიჯებს გააჟღერებს – იუკნევიჩიენე

0
138

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ბრატისლავაში საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებებს სიცრუე უწოდა. იუკნევიჩიენეს თქმით, ღარიბაშვილის გამოსვლა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება.

“ურცხვად ავრცელებს სიცრუეს. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს. იმედია, ის სხვა მესიჯებს გააჟღერებს”, – წერს იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, ხვალ, 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს მიმართავს.

შეგახსენებთ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

წინა სტატიაქართული ოცნება უკვე აღარ მალავს პუტინიზმს, სანქციების დროა – კინზინგერი
შემდეგი სტატიაპრიგოჟინი გაბრაზებულია: “какого х*я вы допускаете прилеты БПЛА по Москве?!»
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური