მთავარისიახლეებიმსოფლიოკირილო ბუდანოვმა მასობრივ საჰაერო შეტევებზე მკაცრი პასუხის გაცემა დააანონსა

კირილო ბუდანოვმა მასობრივ საჰაერო შეტევებზე მკაცრი პასუხის გაცემა დააანონსა

Published on

კირილ ბუდანოვმა (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროსი) დააანონსა მკაცრი პასუხის გაცემა 28-29 მაისის მასობრივი სარაკეტო და საჰაერო შეტევებისთვის კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე:

“ყველა, ვინც ჩვენს შეშინებას ცდილობდა და ოცნებობდა, რომ ეს რაიმე ეფექტის მომტანი იქნებოდა, ამას მალე ინანებს – ჩვენი პასუხის მოცდა დიდხანს არ მოგიწევთ, მალე ყველა ყველაფერს დაინახავს…”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, დილის 7 საათის მონაცემებით, ჰსთ სისტემებმა უკრაინაში 37 ფრთოსანი რაკეტა, 29 უპილოტო დამრტყმელი აპარატი და 1 უპილოტო სადაზვერვო აპარატი ჩამოაგდეს.

სარაკეტო შეტევა დღესაც განმეორდა (ღამის შემდეგ, უკვე დილით, 11:30-ზე, კიევის დრო), უკრაინის დედაქალაქის მისამართით 11 ფრთოსანი რაკეტა «Искандер-М» და «Искандер-К» იყო გაშვებული, რომელთაგან ჰსთ სისტემებმა ყველა გაანადგურა.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...