საქართველოსგან პროვოკაციულ ქმედებებს ვხედავთ, რაც შეიძლება ცუდად დასრულდეს – იოზვიაკი

0
145

“ამ ტიპის სანქციები, რომლებზეც ევროკავშირი ახლა ფიქრობს, ერთგვარი ბოლო საშუალებაა. ევროკავშირი ახლა ეცდება, რომ ცოტათი შეაშინოს ქვეყნები. ბატონი სალივანი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ეტყვის ხელისუფლებას, რომ თუ ისინი ასე გააგრძელებენ, ეს სანქციები დაუწესდებათ. ევროკავშირს უყვარს საუბარი, განხილვა და შესაძლოა ახლა საქართველო სანქციებს არ უნდა ელოდოს, მაგრამ თუ არაფერი გამოსწორდა, ეს აუცილებლად მოხდება.

ვაჭრობა ევროკავშირთან გაიზარდა და ეს კარგია, მაგრამ ის გაიზარდა ძალიან მკვეთრად, რაც კითხვებს აჩენს. ბუნებრივია, რომ არსებობს ეჭვები, რომ ის, რაც საქართველოში შემოდის, საბოლოოდ რუსეთში გადადის. სალივანმა ეს უკვე თქვა ცენტრალურ აზიაში და საქართველოს ხელისუფლებასაც იმავეს ეტყვი.

საქართველომ არ უნდა გააკეთოთ ისეთი რამე, რაც ამ გზას [კანდიდატი სტატუსის] დააზარალებს. ასეთი კი ძალიან ბევრი მოხდა, ფრენების აღდგენა რუსეთთან, ლავროვის შვილის გამოჩენა საქართველოში, ღარიბაშვილის ვიზიტი ბუდაპეშტში. ბრიუსელში ძალიან ღელავენ იმაზე, რაც თქვენ ქვეყანაში ხდება, პროვოკაციული ქმედებები არ უნდა იყოს საქართველოს მხრიდან, ჩვენ კი მხოლოდ პროვოკაციულ ქმედებებს ვხედავთ, რაც შეიძლება ცუდად დასრულდეს”.

თქვა “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა.

წინა სტატიაპუტინი ამჩნევს, რომ ვუახლოვდებით, მაგრამ შესაძლოა, ეშინია, თავის ხალხმა არ მოკლას – სკიბიცკი
შემდეგი სტატიასაქართველო ირჩევს ევროპას – 26 მაისს ევროკავშირის დროშებით ორი მსვლელობა გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური