პოდოლიაკის თქმით, კონტრშეტევა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს

0
200

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა იტალიურ ტელეარხ Rai-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო.

“კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, ეს არის ინტენსიური ომი საზღვრის 1 500 კილომეტრზე, მაგრამ მოქმედება უკვე დაწყებულია.

ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვეცით, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში”, – ამბობს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, უკრაინას აქვს შორი მანძილის Storm Shadow რაკეტები, ლეოპარდის ტანკები, ასევე საფრანგეთისა და იტალიის მიერ მოწოდებული ანტისარაკეტო სისტემები. გარდა ამისა, მისივე თქმით, F-16 მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინას საშუალებას მისცემს საჰაერო სივრცე დახუროს.

წინა სტატია“წელს გვაქვს თემა, თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული” – მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ დაკიდეს EU-ს დროშები
შემდეგი სტატიაფსევდოლიბერალებს FB-ზე უყენიათ ჩარჩო მხოლოდ უკრაინის და EU-ს დროშებით – კობახიძე დროშებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური