ფსევდოლიბერალებს FB-ზე უყენიათ ჩარჩო მხოლოდ უკრაინის და EU-ს დროშებით – კობახიძე დროშებზე

0
142

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოქალაქეებს იმის გამო აკრიტიკებს, რომ მათ Facebook-ზე ფოტოზე დაყენებული აქვთ “ჩარჩო”, რომელზეც მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშებია გამოსახული და არა საქართველოს. კობახიძე ამბობს, რომ ისინი “უსამშობლო” ადამიანები არიან.

ის ამბობს, რომ 26 მაისი ის დღეა, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე.

“კიდევ ერთი მორიგი მე ვიტყოდი ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია. 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს, რომლის ერთადერთი ასე ვთქვათ სუბიექტი, არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა, შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. არც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, არც მომდევნო წლებში, არასდროს, სხვა ელემენტი არ იყო ჩართული ამ შესაბამისი დღის გაფორმებაში, რატომ, იმიტომ, რომ 26 მაისი არის ერთადერთი რამის დღეს, ეს არის ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო, ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს.

მინდა გავიხსენო ერთი რამ, არიან ადამიანები, საკმაოდ მრავლად ჩვენ ქვეყანაში, ძირითად ესენი არიან ნაციონალები, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილი, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც მაგალითად უყენიათ ფეისბუქზე ე.წ. ჩარჩო, სადაც არის გამოსახული მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება, ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები, ამაზე გასცენ პასუხი ნაციონალებმა და ფსევდოლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი”, – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, მოქალაქეებისა და ოპოზიციის ნაწილის პროტესტი გამოიწვია სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა, რომლის მიხედვითაც გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა წელს ევროკავშირის დროშით აღარ იქნება გაფორმებული.

წინა სტატიაპოდოლიაკის თქმით, კონტრშეტევა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათუ ვინმეს აქვს საუბარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ურთიერთობების ჩაკეტვაზე, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ – კობახიძე სტოლტენბერგზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური