“ირაკლი სხეულს ყიდის რუსეთის საელჩოში და უნდა მთელმა საქართველომ იგივე გააკეთოს”-გონჩარენკო

0
121

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარში გამართულ ფორუმზე ამაზრზენი განცხადება გააკეთა”- ამის შესახებ რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინელი მაღალჩინოსანი ქართულ ენეზე გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ “მიათრევს”.

მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თითქოს ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს (სინამდვილეში კი ბრუნვა იკლებს) და ეს არის ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობა უნდა გაზარდოს.

და, რა თქმა უნდა, მან ისევ დაადანაშაულა “უკრაინელი პოლიტიკოსები” “საქართველოს კონფლიქტში ჩათრევის” მცდელობაში.

ირაკლი, შენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენიც. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ამის გამოსასწორებლად. შენ კი შენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ და მთლიანი ოკუპაციისკენ ექაჩები.
რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ვაჭრობაზე ვსაუბრობთ. ირაკლი სხეულს ყიდის რუსეთის საელჩოში და უნდა მთელმა საქართველომ იგივე გააკეთოს.” -წერს გონჩარენკო.

წინა სტატიაუკრაინა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს – ეპისკოპოსთა საბჭო ახალ საეკლესიო კალენდარზე გადასვლაზე შეთანხმდა
შემდეგი სტატიაანა წითლიძის და ყოფილი თანაგუნდელის ხატია დეკანოიძის დაპირისპირება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური