მთავარიUncategorizedდღეს უკრაინული არმია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მსოფლიოში - პრიგოჟინი

დღეს უკრაინული არმია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მსოფლიოში – პრიგოჟინი

Published on

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის” დამფუძნებელის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, უკრაინული არმია მაღალ დონეზე ორგანიზებული და მაღალკვალიფიციური. მისივე სიტყვებით, უკრაინის დაზვერვა უმაღლეს დონეზეა და მათ შეუძლიათ მართონ ნებისმიერი სამხედრო სისტემა, იქნება ეს NATO-ს თუ საბჭოთა.

ამის შესახებ პრიგოჟინმა პრო-რუს სამხედრო ბლოგერთან ინტერვიუში განაცხადა.

“ახლა შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, მე ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს ვაგნერი მსოფლიოში საუკეთესო არმიაა, მის შემდეგ რა თქმა უნდა, უნდა ვთქვა, რომ რუსეთი უნდა იყოს, რათა პოლიტკორექტული ვიყო, მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს უკრაინული არმია ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში”, – თქვა პრიგოჟინმა.

გარდა ამისა, პრიგოჟინმა რუსეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მიაღწია დიდ წარმატებას “უკრაინის დემილიტარიზაციის” მიზანში.

“სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში მათ [უკრაინელებს] ჰყავდათ, 500 ტანკი და ახლა მათ აქვთ 5 000 ტანკი და თუ მაშინ ბრძოლა მხოლოდ 20 000-მა ადამიანმა იცოდა, ახლა არის 400.000 ადამიანი, ვინც იცის ბრძოლა. როგორ მოვახდინეთ მისი დემილიტარიზაცია? როგორც ჩანს, ჩვენ პირიქით მოვიქეცით”, – უთხრა მან დოლგოვს.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...