მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა წითლიძის და ყოფილი თანაგუნდელის ხატია დეკანოიძის დაპირისპირება

ანა წითლიძის და ყოფილი თანაგუნდელის ხატია დეკანოიძის დაპირისპირება

Published on

ენმ-ს წევრი ანი წითლიძე პარტიიდან წასულ ხატია დეკანოიძეს უპირისპირდება – ენმ-ს დეპუტატი ამბობს, რომ დეკანოიძის ინიციატივა პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. წითლიძე ფირობს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი უხერხულობას უნდა გრძნობდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის და არჩილ თალაკვაძის კომენტარები ამასთან დაკავშირებით და კომენტარები რომ ჩემს ინიციატივაზე გაეკეთებინათ, მე თავს უხერხულად ვიგრძნობდი ნამდვილად, თუნდაც იმიტომ, რომ მათ გვითხრეს, რომ თურმე რეგლამენტში დაჩქრარებული წესით ეს ცვლილება შემოიტანეს იმიტომ, რომ ხელს უწყობენ პარლამენტში მრავალპარტიულ საქმიანობას. „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს, დიდი ალბათობით, რომლებმაც ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რაღაცით უნდა დააჯილდოოს და ეს დაჯილდოება არის მათთვის პოლიტიკური ჯგუფის შექმნა. მე სხვა ახნა არ მაქვს. თუ არსებობს კიდევ სხვა ახსნა, მაშინ თქვენ დამეხმარეთ, ერთი ინიციატივა გამახსენეთ ოპოზიციის, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა, – ამბობს წითლიძე.

წითლიძის ბრალდებებს ხატია დეკანოიძემ უპასუხა, მისი თქმით, ტალახის სროლაში არავის აჰყვება. დეპუტატი ეჭვობს, რომ ენმ-ს აღშფოთება შესაძლოა, ფრაქციის მოსალოდნელ დაშლასთან იყოს კავშირში.

ტალახის სროლაში არავის შევყვები ნამდვილად, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ მათ შორის, და ყევლას ვურჩევ, რომ საკუთარ ფრაქციაში დასვას კითხვები, საკუთარი ფრაქციის ხელმძღვანელობასთან და მათ შორის, საკუთარი ფრაქციის ყოფილ წევრებთან. ალბათ ამისი მიზეზი, რატომაც ახლა ასეთი აღშფოთებულები არიან არის ის, რომ ენმ-ს ფრაქცია კიდევ შეიძლება დაიშალოს ისევე, როგორც იშლება პარტია, – ამბობს დეკანოიძე.

“ქართული ოცნება” კი ამტკიცებს, რომ არავითარ გარიგებას ადგილი არ აქვს და არც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხია გადაწყვეტილი. მამუკა მდინარაძე წითლიძის ბრალდებებს მდაბიო მანიპულაციას და ფეიკებს უწოდებს.

მდაბიო მანიპულაციებზე და ფეიკებზე მიდიან, ვითომ წაუგებელ ომს ცდილობენ საინფორმაციოს და აქაც იგივე აკეთებენ, თუმცა მარტივია მხილება. როდესაც ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს შემოაქვს კონკრეტული წინადადება და კონკრეტული ინიციატივა და შემდეგ აბრალებს სხვას, ვინც, ვთქვათ, ხმა მისცა და მხარი დაუჭირა რაღაც პროექტს, ეს არის ისეთი მარტივი სპეკულაცია, რომელიც ასევე მარტივად იშიფრება, – ამბობს მდინარაძე.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...