მთავარისიახლეებიტაქსის მძღოლი, რომელსაც ორი დღე ეძებდნენ, მოკლული და მდინარის პირას ჩამარხული იპოვეს

ტაქსის მძღოლი, რომელსაც ორი დღე ეძებდნენ, მოკლული და მდინარის პირას ჩამარხული იპოვეს

Published on

 54 წლის ტაქსის მძღოლი, შოთა ლორია ძმებმა აბასოვებმა მის კუთვნილ ავტომობილშივე ე.წ. ტროსით გაგუდეს და გვამი უკაცრიელ ადგილას გადამალეს. ამის შემდეგ ახალგაზრდებმა ლორიას კუთვნილი ავტომობილი საკუთარ სახელოსნოში გადაიყვანეს და მის დაშლას შეუდგნენ.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს ავტომობილის ნაწილებად გაყიდვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა ნაჯათ და ამინ აბასოვებმა ეს ვეღარ მოასწრეს, პოლიცია ძმებს საკუთარ სახელოსნოში თავზე დაადგა.

ძმები დააკავეს, ახლა კი სამართალდამცველები მათ კიდევ ერთ თანამზრახველს ეძებენ, რომელიც მიმალვაშია. პოლიციას ამოღებული აქვს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდი ჩანს, მათ შორის, ის თუ როგორ გააჩერეს შოთა ლორია ძმებმა თბილისში და მას მარნეულში წაყვანა სთხოვეს.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...