საგარეჯოში უზბეკეთის მოქალაქე მოკლეს – ცხედარი მდინარესთან იპოვეს, ბრალდებული დააკავეს

0
151

მკვლელობა საგარეჯოში – მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

50 წლის ქალის ცხედარი მდინარე იორთან იპოვეს, რომელსაც თავის არეში და სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება. გარდაცვლილი ქალი ეროვნებით უზბეკია და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. ადგილობრივების ვარაუდით, მომხდარი ფინანსურ ინტერესს უკავშირდება, რის გამოც ის მეგობარმა მამაკაცმა ქონების დაუფლების მიზნით მოკლა.

ფაქტზე გამოძიება 108 განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ცხელ კვალზეა დაკავებული 60 წლამდე კაცი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა. მომხდარს კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტი იძიებს.

წინა სტატიაგმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა
შემდეგი სტატიატაქსის მძღოლი, რომელსაც ორი დღე ეძებდნენ, მოკლული და მდინარის პირას ჩამარხული იპოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური