ბელგოროდში მომხდარს რუსეთი თავისი ნარატივის გასამყარებლად გამოიყენებს, რომ ის მსხვერპლია – ბრიტანეთი

0
102

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ მოხსენებაში ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებზე წერს. უწყების ცნობით, 19-დან 22 მაისამდე პერიოდში რუსეთის უშიშროების ძალებსა და პარტიზანულ მოძრაობებს შორის, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან, სულ მცირე, სამ ადგილას შეტაკებები მოხდა.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ პარტიზანული ჯგუფის ვინაობა ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, თუმცა პასუხისმგებლობას რუსული ანტი-პუტინისტურმა დაჯგუფებამ აიღო.

დაზვერვის ცნობითვე, ყველაზე სერიოზული შეტაკება ქალაქ გრაივორონთან მოხდა. რუსეთმა ადგილზე რამდენიმე სოფლის ევაკუაცია განახორციელა და უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა.

დაზვერვის შეფასებით, საბრძოლო თვითმფრინავების დანაკარგების, სარკინიგზო ხაზებზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების თავდასხმებითა და ახლა პირდაპირი პარტიზანული მოქმედებების შედეგად, საზღვრისპირა რეგიონებში, რუსეთი უსაფრთხოების მზარდი საფრთხის წინაშე დგას.

“რუსეთი ამ ინციდენტს გამოიყენებს თავისი ოფიციალური ნარატივის გასამყარებლად, რომ ის ამ ომის მსხვერპლია”, – წერს ბრიტანული დაზვერვა.

წინა სტატიახელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან – ქალი დეპუტატები
შემდეგი სტატიაპოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა – პაპუაშვილი ყვარელში აქციაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური