მთავარისიახლეებიმსოფლიოსად რა ხდება უკრაინის ფრონტებზე - ბოლო ცნობები გენშტაბისგან

სად რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ბოლო ცნობები გენშტაბისგან

Published on

რუკაზე მითითებულ მონაკვეთებზე, დღე-ღამის განმავლობაში 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა, შეტაკებათა ეპიცენტრში კი ისევ ბახმუტი და მარინკა რჩება.

ამავე დროს, რუსი პროპაგანდისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბახმუტის სრულად აღების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება: ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს უკრაინელები აკონტროლებენ, მეტიც: უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბახმუტიდან მტრის შენაერთების გამოდევნის პროცესი გრძელდება და ამ კუთხით უკრაინულმა სამხედრო შენაერთებმა 200-400 მეტრით წინ წაიწიეს.

დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 21 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ შორის ქალაქებზე დნეპრი, ზაპოროჟიე და ხარკოვის ოლქის დასახლებებზე. ამას გარდა, ოკუპანტებმა მიიტანეს 42 საჰაერო იერიში და 50-ჯერ გაისროლეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან.

მტერი აგრძელებს მთავარი ძალების თავმოყრას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით. უკრაინის სამხედრო ავიაციამ, დღე-ღამის განმავლობაში, რვაჯერ დაარტყა მტრის პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების კონცენტრაციის ადგილებს, ორჯერ კი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ბაზირების წერტილებს.

უკრაინის მცველებმა დღე-ღამის განმავლობაში რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი Ми-24, ერთი სუ-35, 4 – ფრთოსანი რაკეტა და 20 ირანული კამიკაძე-დრონი “შაჰიდი”ჩამოაგდეს.

უკრაინის სარაკეტო ძალებმა მტრის შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის კონცენტრირების სამი რაიონი, სამი საბრძოლო მასალების საწყობი, 11 საარტილერიო და რადიოლოკაციური წერტი გაანადგურეს.

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...