მთავარისიახლეებისაზოგადოებაოქტომბერში ევროკომისიის სხდომაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს

ოქტომბერში ევროკომისიის სხდომაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს [Video]

Published on

მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროკომისიის სხდომაზე ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს, დეკემბერში კი ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დაადასტურონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. როგორ სრულდება ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაცია? აპრილის ბოლოს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობის შესრულების შესახებ შეფასება – ე.წ „კანდიდატის სტატუსმეტრი“  გამოაქვეყნეს, რომელიც 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტი „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით მომზადდა და სამუშაო პროცესში 8 ორგანიზაცია იყო ჩართული.  დასკვნის თანახმად, ამ ეტაპზე  სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი პუნქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას გულისხმობს. დიდწილად შესრულებულია ორი პირობა: რეკომენდაციები გენდერული თანასწორობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით;  ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი და შესასრულებელია ევროკავშირის კიდევ ხუთი პირობა. ანუ დღეის მონაცემებით გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა ან არ არის  შესრულებული, ან მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა მათი გათვალისწინება. „ფონდი ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე საუბრობს სფეროებზე, სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების სრულად შესრულება და მიმართულებებზე, რომლებზეც გრძელვადიან პროცესშია სამუშაო.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...