მთავარისიახლეებიმსოფლიოდაჭრილები იტანჯებოდნენ და ისე კვდებოდნენ... - "აზოველი" "აზოვსტალიდან" გამოსვლის დეტალებზე

დაჭრილები იტანჯებოდნენ და ისე კვდებოდნენ… – “აზოველი” “აზოვსტალიდან” გამოსვლის დეტალებზე

Published on

“აზოვის” შტაბის უფროსი მეტსახელად “ტავრი” იხსენებს, რომ ტყვედ ჩაბარებას არცერთი აზოველი არ გეგმავდა. 

“ზოგადად, არ არსებობს ასეთი ბრძანება: “ტყვედ ჩაბარდით”. რომც იყოს, ის უკანონო იქნებოდა და არასავალდებულო შესასრულებლად. ჩვენთვის მთავარი იყო დაჭრილების სიცოცხლის შენარჩუნება. იმ დროისთვის არათუ გამაყუჩებლები, ბინტებიც არ გვქონდა შესახევევად. დაჭრილები ასე, ტანჯვით კვდებოდნენ, ეს საშინელება იყო. ამიტომ ჩვენმა ხელმძღვანელობამ მოლაპაერაკება გადაწყვიტა რუსებთან, რომ დაჭრილები ტყვედ ჩაბარებულიყვნენ, ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. მაგრამ მათ უარი შემოგვითვალეს და გვითხრეს, რომ ან ყველა ჩაბარდებოდა ტყვედ, ან არავინ. სხვა გამოსავალი არ იყო”, – ამბობს “ტავრი”. 

შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო აზოველმა დატოვა აზოვსტალი და ტყვედ ჩაბარდა. 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...