მთავარიUncategorizedენმ აცხადებს, რომ ყვარლის ტბასთან, აქციის დროს, პარტიის წევრები დააკავეს

ენმ აცხადებს, რომ ყვარლის ტბასთან, აქციის დროს, პარტიის წევრები დააკავეს

Published on

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ყვარლის ტბასთან მიმდინარე აქციის დროს, სადაც სერგეი ლავროვის შვილის შესაძლო ჩასვლასა და ქორწილისთვის მზადებას აპროტესტებდნენ, პარტიისა და საკრებულოების წევრები დააკავეს:

„ამ პროტესტისას დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი, ასევე, საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარლის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან – დავით დიღმელაშვილი, რამაზ ქერეჭაშვილი, ნიკა ღონიაშვილი. დაკავებული არის ასევე, “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე, პარტიის წევრები – გიორგი და ალიკა მირაქოვევები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია”, – ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

სასტუმროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ გვარით (ლავროვი) სტუმარი სასტუმროს ბინადართა შორის არც მანამდე დაფიქსირებულა და არც ახლა ფიქსირდება. 

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...