მთავარისიახლეებისაზოგადოებასაფრანგეთი უახლოეს კვირებში უკრაინას ათეულობით ჯავშანმანქანასა და მსუბუქ ტანკს გადასცემს

საფრანგეთი უახლოეს კვირებში უკრაინას ათეულობით ჯავშანმანქანასა და მსუბუქ ტანკს გადასცემს

Published on

ვოლოდიმირ ზელენსკის და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს კვირებში საფრანგეთი რამდენიმე უკრაინულ ბატალიონს გადასცემს ათეულობით ჯავშანმანქანას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC.

“სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც საფრანგეთი ახორციელებს ომის დაწყების შემდეგ, რათა უკრაინას შეეძლოს თავის დაცვა, გაგრძელდება ახალი სამხედრო პაკეტების მომზადებისას, ყოველთვის მხედველობაში მიიღება უკრაინის ყველაზე აქტუალური და გადაუდებელი საჭიროებები მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

უახლოეს კვირებში საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათეულობით ჯავშანტექნიკითა და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ვლადიმირ ზელენსკი პარიზში 14 მაისს ჩავიდა და ფრანგ კოლეგას შეხვდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომის დაწყების შემდეგ, ეს საფრანგეთში ზელენსკის მეორე ვიზიტია.

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...