მთავარისიახლეები"ქართული ოცნება" "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს

“ქართული ოცნება” “ევროპის სოციალისტურ პარტიას” ტოვებს

Published on

ქართული ოცნება ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს – ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გადაწყვეტილების მიზეზი კი უნგრეთში გამართულ კონფერენციაში, ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებების მკაცრი კრიტიკა გახდა.

კობახიძემ ბუდაპეშტის კონფერენციაში ღარიბაშვილის გამოსვლას”ტრადიციული ფასეულობების” ერთგულება უწოდა და აღნიშნა, რომ “ევროპის სოციალისტურ პარტიას” რომლის წევრიც, ოცნება 2015 წლიდანაა, არც ერთხელ მათთვის მხარი არ დაუჭერია. პირიქით, კობახიძის თქმით, პარტიის წარმომადგენლები უერთდებოდნენ ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით რეზოლუციებს და ითხოვდნენ “დამნაშავეების გათავისუფლებას”:

“ჩვენი პარტია ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან, სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე, ევროპის სოციალისუტრ პარტიას არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება ქართული ოცნების მხარდასაჭერად.

მეტიც, მათი ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს, შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა ევროპის სოციალისტური პარტიიდან მხარი დაუჭრა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის – მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და კიდევ ერთი დამნაშვის – დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. ” განაცხადა კობახიძემ

შეგახსენებთ, რომ ევროპის სოციალისტურმა პარტიამ ღარიბაშვილის განცხადებების გამო, მათი რიგებიდან “ქართული ოცნების” გარიცხვა დააანონსა. პარტია ამ გადაწყვეტილებას დაახლოებით 1 თვეში მიიღებს, იქამდე კი “ოცნებამ” ევროპელ პარტნიორებს დაასწრო და თავად თქვა უარი მათთან თანამშრომლობაზე.

სიახლეები

სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

პროკურატურა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაპოვნი ცხედარი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლს ეკუთვნის. უწყების ცნობით,...

სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ოპერატიულ ავტომობილში ცხედარი იპოვეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გავრცელებულ ფოტოში...

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. სასულიერო პირი აცხადებს, რომ მის მიმართ გადაწყვეტილებები...

ზურაბ ჯაფარიძე – პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის

პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, მაგრამ პროცესი დაძრული იყო,...