ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

0
168

21 წლის დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც სასამართლო საქმის არსებითად განხილვას დაიწყებს.

სხდომის პარალელურად საქალაქოს ეზოში აქცია იგეგმება. საზოგადოება გრიგორიადისსა და სხვა აქტივისტებს, რომელთა მიმართაც სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მხარდაჭერას გამოუცხადებს.

ლაზარეს მხარდამჭერი აქცია გუშინ, 7 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთანაც გაიმართა.

“ლაზარე აქციებზე 100 000 ადამიანთან ერთად იყო და იმ აქციებზე ლაზარესთან ერთად დიდი საქმე გაკეთდა, მაგრამ ლაზარე რომ გამოამწყვდიეს, მე ამ ასი ათას ადამიანს ვეღარ ვხედავ. ყველა უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში და დაინტერესდეს რა ხდება მის სამშობლოში. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ხალხი წყვეტს. მთავრობას ვაფრთხილებ, გაბრაზებული ვარ და კიდევ უამრავი ადამიანია საქართველოში, ვინც საქართველოში თქვენზე გაბრაზებულია. ლაზარე იქნება ის პატარა ფხა, რომელიც თქვენ დაგახრჩობთ”, – თქვა ბექა გრიგორიადისსმა.

1 მაისს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

“მიმალვა რომ მნდომოდა, ერთი თვის განმავლობაში დავიმალებოდი” | ლაზარე გრიგორიადისი
გამოძიება გრიგორიადისს ორ მუხლს ედავება – შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წინა სტატიაზელენსკი რადას სთავაზობს 8 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნოს
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა რუსების მიერ კიევის წინააღმდეგ გაშვებული 35-ვე დრონი გაანადგურეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური