უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

0
239

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. ზურაბ ოდიშვილის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.

ქართველი სამხედრო კავკასიური ლეგიონის წევრი იყო, რომელიც არაერთ ქიმიურ დაბომბვაში მოყვა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 26 აპრილს გავრცელდა. ის 43-ე ქართველი გმირია, რომელიც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

წინა სტატიარუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს – ბრიტანეთის დაზვერვა
შემდეგი სტატიაPayBox-მა ტერმინალებში რეგიონული ღილაკი დაამატა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური