კრემლზე დრონებით შეტევა, სავარაუდოდ, თავად რუსეთმა მოაწყო – ISW

0
192

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW ) ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთმა კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თვითონ მოაწყო. კრემლმა მომხდარში გუშინ უკრაინა დაადანაშაულა.

ინსტიტუტის განცხადებით, არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კრემლზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. მათ შორის, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის ინსცენირებით კრემლი ცდილობს შექმნას პირობები ფართო საზოგადოების მობილიზაციისთვის.

“რუსეთის ხელისუფლებამ ახლახან მიიღო ზომები შიდა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის თვითონ მოსკოვშიც. აქედან გამომდინარე, უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა თვითმფრინავმა გაარღვიოს საჰაერო თავდაცვის მრავალრიცხოვანი წრე და ააფეთქოს ან ჩამოაგდონ კრემლის “გულში” ისე, რომ თქვენ შეძლოთ მიიღოთ სანახაობრივი კადრები”, – წერია ანგარიშში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თავდასხმა, რომელიც არ იქნა აღმოჩენილი და შეჩერებული იმ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ, რომელიც 2023 წლის იანვარში კრემლთან განათავსეს, რუსეთისთვის დიდი სირცხვილი იქნება.

ISW ამბობს, რომ კრემლის მყისიერი, თანმიმდევრული და კოორდინირებული პასუხი ინციდენტზე მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა ისე იყო მომზადებული, რომ მისი პოლიტიკური შედეგები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ინფორმაციული უხერხულობა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლმა დაუყონებლივ დაადანაშაულა უკრაინა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებაში და რუსი ოფიციალური გამოხმაურებები სწრაფად გააქტიურდა ამ ბრალდების გარშემო.

ISW მიიჩნევს, რომ თავდასხმა რომ არ ყოფილიყო დადგმული, რუსეთის ოფიციალური პასუხი, სავარაუდოდ, თავიდან გაცილებით არაორგანიზებული იქნებოდა, რადგან რუსი ოფიციალური პირები შეეცდებოდნენ შეექმნათ თანმიმდევრული ნარატივი და აშკარა ინფორმაციული უხერხულობის კონპენსირება მოეხდინათ.

წინა სტატიანათესავი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინამ გასულ ღამეს კიევის თავზე ყველა დრონი და რაკეტა ჩამოაგდო – პოპკო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური