ყველა შუალედურ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მიღებული ხმების მაჩვენებელი გააუმჯობესა

0
169

“ქართულმა ოცნებამ” გააუმჯობესა წინა არჩევნებზე მიღებული ხმების მაჩვენებელი ყველა რეგიონში, სადაც დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდა. 

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და მაჩვენებლებიც მოიყვანა:

„ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები გააუმჯობესა. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 21 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, 2021 წელს 9 000 ხმა მივიღეთ. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5300 ხმა, 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა“- თქვა ირაკლი კობახიძემ.

წინა სტატიაზუგდიდში, ქუჩაში მიტოვებულული ახალშობილი იპოვეს
შემდეგი სტატიახმაური ზუგდიდში – შიდა მოვაჭრეებმა ბაზარი დაკეტეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური