გვიან ღამით ახალგაზრდა კაცს ღრმაღელესთან თავს დაესხნენ

0
200

28 აპრილს გვიან ღამით 29 წლის კაცს უცნობი პირები თავს დაესხნენ და სცემეს. შემთხვევა მეტრო ღრმაღელესთან მოხდა. ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება მომხდარს, თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა კაცს უცნობმა პირებმა ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც ცნობილია, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება უცნობია.

წინა სტატიაროგორი იყო ომის 429-ე დღე – სად რა ხდებოდა უკრაინაში (შემაჯამებელი)
შემდეგი სტატიამე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა – ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური