რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა

0
180

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა ეკრძალება. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერმინისტრმა დორინ რესიანმა პარასკევს, 28 აპრილს მოლდოვის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რეჩანის თქმით, მოლდოვას აქვს რუსეთის მოქალაქეების შავი სია, რომლებიც ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებენ, ხოლო, მისი თქმით, ზოგიერთი ოფიციალური პირი მასში მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა მოლდოვაში შესვლას ცდილობენ. რეჩანმა პირობა დადო, რომ ოდესმე შავ სიას გაასაჯაროებს.

“რაღაც მომენტში გავაკეთებთ საჯარო სიას, ამ მომენტისთვის საკმარისია ის მექანიზმი, რომელიც დღეს მუშაობს. არ ვიცი, საჭიროა თუ არა საჯარო სიის შედგენაზე სახელმწიფო რესურსების დახარჯვა”, – განმარტა მან.

დორინ რეჩანმა აღნიშნა, რომ მოლდოვაში ვერ შევლენ ისინი, ვინც “პროპაგანდას და ომს თესავს”.

წინა სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 – 30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა
შემდეგი სტატიაუმანში რუსული სარაკეტო იერიშის დროს დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური