“ჩვენ ზუსტად არ ვიტყვით, როდის, სად და როგორ დაიწყება კონტრშეტევა” – რეზნიკოვი

0
190

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექს რეზნიკოვი ამბობს, რომ კონტრშეტევა მოულოდნელად დაიწყება და სწორედ ამაშია სამხედრო ოპერაციის ხიბლი. 

“ეს შეტევა დაიწყება ყველასთვის, მათ შორის, თქვენთვის მოულოდნელადაც. სამხედრო ოპერაციის მთელი ხიბლი სწორედ იმაშია, რომ მტერმა არ უნდა იცოდეს, სად, როდის და როგორ დაიწყება ის, ვერც უნდა იგრძნოს თავიდან, რომ დაიწყო. რაც უფრო გვიან გაიგებს მტერი ამას, მით მეტია წარმატების შანსი”, – ამბობს ოლექს რეზნიკოვი

ამავე დროს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის და არამარტო უკრაინის საზოგადოებაში, კონტრშეტევის მოლოდინი და მისი შედეგების მასშტაბებზე წარმოდგენები ზედმეტად “გადახურებულია“, მაგრამ ეს ნორმალური ემოციებია:

“მოლოდინი, ასე ვთქვათ, “გადახურებულია“. ადრე ასე არ იყო, ადრე თანახმა იყვნენ, უკრაინის თუნდაც რაღაც, მცირე ნაწილი გადარჩენილიყო, ახლა კი – ზმეინის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის ოლქისა და ხერსონის შემდეგ ხალხს მეტი უნდა და ეს ნორმალური ემოციაა – საზოგადოებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებისა სჯერა”, – ამბობს რეზნიკოვი

შეგახსენებთ, 26 აპრილს გამოქვეყნებული ოფიციალური ცნობების მიხედვით, ყველაზე რთული ბრძოლები უკრაინაში მარინკისა და ბახმუტის მიმართულებებზე მიმდინარეობს, თუმცა, არაფერი ვრცელდება უკრაინის არმიის შეტევით მიმართულებებზე, რადგან ამ მხრივ სრული სიჩუმის რეჟიმია გამოცხადებული.  

წინა სტატიააშშ ბირთვული დარტყმით უპასუხებს ჩრდილოეთ კორეას, თუ ის სამხრეთს შეუტევს
შემდეგი სტატია“გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა” – შაბათს მთავრობის კანცელარიასთან მშობლები აქციას გამართავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური