“რუსეთის მამები” თამარ გვერდწითელისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

0
259

პროკრემლისტური და ხელისუფლების მიერ მართული რუსული ორგანიზაცია “რუსეთის მამები”, რომლის თავმჯდომარე პრეზიდენტთან არსებული “მამების საბჭოს” წევრია, ითხოვენ, თამარ გვერდწითელს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას, – ამის შესახებ პირველი განცხადებები რუსულ ონლაინ-მედიებში გამოქვეყნდა. 

ამ მოთხოვნას “რუსეთის მამები” თამარ გვერდწითელის პოზიციით ხსნიან და აცხადებენ, რომ მომღერალმა უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრისადმი პროტესტის ნიშნად რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა და ახლა მათ ჩატარებას აშშ-ში გეგმავს. 

ამ თემაზე კომენტარისთვის დუმის დეპუტატ სერგეი სოლოვიოვსაც მიმართეს, რაზეც მან განაცხადა, რომ თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველს ვერ ხედავს, მაგრამ შეიძლება, მას რუსეთში კონცერტების ჩატარება შეეზღუდოს, რათა შემოსავალი დაკარგოს ან შეუმცირდეს. 

წინა სტატია“ნაცმოძრაობის” ლანძღვა და მერე მისი სიით სადმე შესვლა ამ პარტიაში აღარ იქნება” – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაForbes-ის 2023 წლის სიაში ორი ქართველი მილიარდერია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური