“ნაცმოძრაობის” ლანძღვა და მერე მისი სიით სადმე შესვლა ამ პარტიაში აღარ იქნება” – ხაბეიშვილი

0
161

“დაივიწყეთ მეგობრებო, “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვა და მერე მისი სიით სადმე შესვლა და წარმომადგენლობა, აღარ იქნება ამ პარტიაში,”-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი ფრთის წარმომადგენლების საკრებულოს “მომლოდინე სიიდან” ამოღების შესახებ, ხოლო ბათუმის ფრთა ლევან ხაბეიშვილს “უკანასკნელ მატყუარას” უწოდებს. 

ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიის წევრების საკრებულოს “მომლოდინეთა სიიდან” ამოღება სრულიად ლოგიკურია იქედან გამომდინარე, რომ ეს პირები პარტიას ლანძღავდნენ. 

საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ საკრებულოს წევრი ეს კონკრეტული ადამიანი არ ყოფილა, იყო მომლოდინეთა სიაში და როცა “ნაციონალურ მოძრაობას” ლანძღავ, ცხადია, ასე მოხდება. ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს მისი სიით ადამიანები საკრებულოში შევიდნენ, ან მომავალში პარლამენტში, ან სადმე და მერე “ნაციონალური მოძრაობა” ლანძღონ. მე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენი ამომრჩევლის ნებას, ამიტომ, დაივიწყეთ მეგობრებო, “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვა და მერე მისი სიით სადმე შესვლა და წარმომადგენლობა, აღარ იქნება ამ პარტიაში,”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

თავის მხრივ, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პარტიის მხარდამჭერები უნდა გამოვიდნენ ე.წ. საარჩევნო რეჟიმიდან, რადგან პარტიაში ცვლილებებს მხარი დაუჭირა უმრავლესობამ და ვერ გაგრძელდება ისე, როგორც ზოგიერთებს სურთ წარმოაჩინონ, რომ ენმ-ში დაძაბულობა და შიდა დაპირისპირებაა. 

წინა სტატია26-28 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვა
შემდეგი სტატია“რუსეთის მამები” თამარ გვერდწითელისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური