ნატოს გენერალური მდივანი კიევში დღეს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. იენს სტოლტენბერგმა კიევის ცენტრში, მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.
სტოლტენბერგი ღონისძიებაზე მხოლოდ დაცვასა და უკრაინელი სამხედროების საპატიო გვარდიასთან ერთად იმყოფებოდა.
ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გამართავს, თუმცა, ვიზიტის დეტალური გეგმა ჯერ უცნობია.
სტოლტენბერგის უკრაინაში ვიზიტი წინასწარ, უსაფრთხოების მიზნით არ გამოცხადდა.