მთავარისიახლეებისაზოგადოებასუდანში საბრძოლო მოქმედებების შედეგად სულ მცირე 270 ადამიანი დაიღუპა

სუდანში საბრძოლო მოქმედებების შედეგად სულ მცირე 270 ადამიანი დაიღუპა

Published on

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, სულ მცირე 270 ადამიანი დაიღუპა და 2 600-ზე მეტი დაიჭრა სუდანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში.

დედაქალაქ ხარუმში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების სახლებში.

ბრძოლები ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” (RSF) შორის მეოთხე დღეა მიმდინარეობს ხარტუმში, როგორც არმიის სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ასევე RSF-ის ორ ბაზასთან ახლოს დედაქალაქის ჩრდილოეთით და დასავლეთით.

სამშაბათს დაირღვა ზავის მიღწევის მცდელობა, როდესაც შეტაკებები ხელახლა დაიწყო რამდენიმე საათის შემდეგ შეთანხმებიდან, რომლის მიხედვითაც 24 საათის განმავლობაში ცეცხლი აღარ გაიხსნებოდა.

WHO დოკუმენტის მიხედვით, შეიარაღებული პირები სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს და იპარავდნენ ნივთებს, მათ შორის მანქანებს.

“ხარტუმში შეიარაღებული ფორმიანი პერსონალი, გავრცელებული ინფორმაციით, RSF-დან, შედიან ემიგრანტების რეზიდენციებში, ჰყოფენ/აშორებენ კაცებსა და ქალებს და მიჰყავთ ისინი”, – ნათქვამია ანგარიშში.

დაფიქსირდა გაუპატიურების შემთხვევა. RSF-მ უარყო ეს ინფორმაცია და CNN-ს განუცხადა, რომ არასოდეს შეურაცხყოფს გაეროს თანამშრომლებს და პატივს სცემენ საერთაშორისო სამართალს.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...