მთავარისიახლეებისუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ.

სუს-ის თანამშრომლები იყვნენ დეილი ჯგუფის სათავო ოფისში, რომელიც აერთიანებს შემდეგ მარკეტებს: სპარს, მაგნიტს, გვირილას, იოლს, კალათას და დეილის.

“კი ბატონო, ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. თუმცა, სამუშაო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. არანაირი არაფერი ზედმეტი არ არის. ამ ეტაპზე ზედმეტი კომენტარისგან თავს ვიკავებთ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი იქნება, მომავალში გავაჟღერებთ”. – თქვა TV პირველთან საუბარში დეილი ჯგუფის წარმომადგენელმა.

სუს-ის თანამშრომლების შესვლას ადასტურებს კიდევ ერთი ქსელური მარკეტის, აგროჰაბის დირექტორიც.

“სუს-ის ანტიკორუფცული სამსახურიდან იყვნენ მოსულები. წინასწარ დაგვირეკეს, ოფისში თუ ხართ, გვინდა, რაღაც საკითხები გავიაროთო და მოვიდნენ […] დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს […] შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ […]

რაღაცები თარიღების მიხედვით არის გასაკეთებელი, დოკუმენტაციას გავამზადებთ და მივაწვდით […] მაღალ ფასებთან დაკავშირებით, როგორც ამბობენ და რაზეც საუბრობენ ეს ბოლო პერიოდია, მაგასთან არის კავშირში”. – უთხრა TV პირველს აგროჰაბის დირექტორმა.

სუს-ის თანამშრომლები სადისტრიბუციო კომპანია დაფნაშიც იყვნენ შესულები. ეს ინფორმაციაც მათმა წარმომადგენელმა დაადასტურა.

ტაბულამ ინფორმაცია სუს-ში გადაამოწმა. უწყებაში გვითხრეს, რომ ათობით განჩინების საფუძველზე დოკუმენტაციის ამოღება მიმდინარეობს, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის.

ცნობისთვის, გუშინ, 21 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...