ომბუდსმენი ლაზარე გრიგორიადის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს

0
181

ომბუდსმენის აპარატი 21 წლის ლაზარე გრიგორიადის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს. ამის შესახებ ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

სახალხო დამცველი წერს, რომ აპარატის წარმომადგენელმა დაკავებული ბიჭი უკვე მოინახულა და ესაუბრა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახანს მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე.
სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს, – წერს იოსელიანი.

შეგახსენებთ, რომ შვილები თაობის პირველი წარმომადგენელი მოსამართლემ ციხეში გაუშვა. ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება ძაალოვანებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება., წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გრიგორიადისს 7-დან 11 წალმდე პატიმრობა ემუქრება.

წინა სტატიაReuters: აშშ უკრაინისთვის 2,6 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
შემდეგი სტატიაReuters – აშშ უკრაინისთვის 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური