“რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი, ორგანო აღარ აქვს ჯანმრთელი” ,- გიული ალასანია

0
189

მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის მოლოდინშია. ექიმები მესამე პრეზიდენტთან რამდენიმე დღეში შევლენ. მესამე პრეზიდენტი ელოდება პოლონელ მედიკოსებსაც, რომლებიც თითქმის ერთი თვეა მზად არიან საქართველოში ჩამოსასვლელად, თუმცა ვიზიტს ხელისუფლება ისევ ბლოკავს.

“სულ უფრო და უფრო სუსტადაა. აი ასეა მოხრილი, ვერ წარმოიდგენთ როგორ საშინლად გამოიყურება. ასე მრგვალი ზურგი გაუხდა. რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი. ელოდება იმ ექიმებს და ძალიან უცნაურად ეჩვენება, რომ პოლონელი ექიმები არ შემოუშვეს. გამოკეტილი ადამიანი, უყურებს უკრაინას და გული უსკდება, რომ იქ ასეთი ადამიანი ხდება და ეს აქ არის გამოკეტილი მადენი ხანი და თანაც ასეთ მდგომარეობაში, საერთოდ ძალაგამოცლილი და ორგანო აღარ აქვს ჯანმრთელი”,- ამბობს გიული ალასანია.

ცნობისთვის, პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ამ დრომდე საერთაშორისო ექიმების მკურნალობაში ჩართვის საკითხზე სრულყოფილი მოთხოვნა წარდგენილი არ არის. პენიტენციურ სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ პაციენტი არც ექიმების მითითებებს ემორჩილება და არც მედიკამენტებს იღებს. ამას ამტკიცებენ ვივა მედის ექიმებიც.

წინა სტატიამეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა
შემდეგი სტატიაერდოღანი ამბობს, რომ 27 აპრილს, შესაძლოა, პუტინი თურქეთში ჩავიდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური