მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა ისეთ კონტრშეტევას ამზადებს, რომ მსოფლიო შოკში აღმოჩნდება - ზალუჟნის მრჩეველი

უკრაინა ისეთ კონტრშეტევას ამზადებს, რომ მსოფლიო შოკში აღმოჩნდება – ზალუჟნის მრჩეველი

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის ვალერი ზალუჟნის სპეციალური მრჩეველი დენ რაისი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც მსოფლიოს შოკში ჩააგდებს.  

„რუსული არმია თავის საუკეთესო ნაწილებს კარგავს. ამ ეტაპზე უკრაინისთვის შესატევად ძალზე ცუდი დროა, სწორედ ამიტომ, როდესაც დადგება შესაფერისი დრო, გაზაფხულზე უკრაინას ეყოლება გაცილებით ძლიერი არმია, ექნება ბევრად უკეთესი მხარდაჭერა, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ. მე მჯერა, რომ ამ გაზაფხულზე უკრაინის მიერ განხორციელებული ძლიერი კონტრშეტევა მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს“ – აღნიშნა რაისმა.

დენ რაისის თქმით, რუსეთის არმიამ უკანასკნელი თვის განმავლობაში დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 70 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

დენ რაისი ამერიკელი ვეტერანი სამხედროა, რომელიც გასულ გაზაფხულზე დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სპეციალურ მრჩევლად.

–

ეს და სხვა ამბები ოდიშინიუსის ტელეგრამ-არხზე: 

სიახლეები

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...