მოგვეცით უფლება სააკაშვილს დაუყოვნებლივ გავუწიოთ სამედიცინო დახმარება – ბეატა შიდლო საქართველოს მთავრობას

0
197

პოლონეთის ყოფილი პრემიერი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მისცენ პოლონურ მხარეს მესამე პრეზიდენტისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის საშუალება. ბეატა შიდლო “ტვიტერზე” წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს იმ ვითარებას, რომელშიც ის ახლა იმყოფება.

“პრეზიდენტი სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს სიტუაციას, რომელშიც ის ახლა იმყოფება. სწორედ მისი ძალისხმევის დამსაურებაა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობა. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას მისცეს პოლონურ მხარეს უფლება, სააკაშვილს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. პოლონეთი ამისთვის მზად არის”, – წერს პოლონეთის ყოფილი პრემიერი.

President @SaakashviliM in no way deserves the situation he is currently in. The Georgian people owe their independence to his efforts. I appeal to the Georgian authorities to agree to let Poland provide immediate medical assistance. Poland is ready to provide it. https://t.co/QncdsWXXi4

— Beata Szydło (@BeataSzydlo) March 20, 2023

წინა სტატიაყირიმის ნახევარკუნძულზე ოკუპანტები ახალ თავდაცვით ზღუდეებს აწყობენ
შემდეგი სტატიაამერიკელი სენატორები ბაიდენს სთხოვენ, მიაწოდოს კიევს კასეტური საბრძოლო მასალები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური