მთავარისიახლეებიმსოფლიორა მოხდა ჯანქოიში - უკრაინელებმა ყირიმის ნახევარკუნძულს შეუტიეს

რა მოხდა ჯანქოიში – უკრაინელებმა ყირიმის ნახევარკუნძულს შეუტიეს

Published on

ჯანქოის ავიაბაზეზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, გვიან ღამით, მინიმუმ, 10 აფეთქება განხორციელდა: უკრაინელთა უპილოტო საფრენმა აპარატებნმა ავიაბაზასა და სარკინიგზო კვანძს დაარტყეს. რუსული მხარე აცხადებს, რომ შეტევა წარმატებით მოიგეერია, დაზიანდა მაღაზიის შენობა და საცხოვრებელი სახლი და დაიჭრა ერთი ადამიანი, მაგრამ სხვა მონაცემებს ავრცელებს უკრაინის დაზვერვა და უცხოური მედია. ამ მონაცემების მიხედვით, რუსულმა მხარემ ამ შეტევის დროს დიდი ზარალი განიცადა. 

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ჯანქოიში მომხდარმა აფეთქებებმა გაანადგურა КАЛИБР НК რაკეტები, მათი ტრანსპორტირების დროს. ეს რაკეტები გამოიყენება შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან ზალპებისას.

ფრთოსანი რაკეტების მოქმედების ზონა სახმელეთო სამიზნეზე 2,5 ათასი კმ.-ია, ხოლო საზღვაო მანძილზე 375 კმ.-ზე მეტი.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....