მთავარისიახლეებისამართალისალარო აპარატების გაქურდვისთვის პოლონეთში 33 წლის ქართველი დააკავეს

სალარო აპარატების გაქურდვისთვის პოლონეთში 33 წლის ქართველი დააკავეს

Published on

პოლონეთში დააკავეს საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელსაც ბრალად მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების სალარო აპარატების გაქურდვა ედება.  
პოლონური მედიის თანახმად, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საბოლოოდ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პოლიციის მიხედვით, მათ ქალაქ პიასეჩნოში კამერებზე დააფიქსირეს ქურდობის 2 ეპიზოდის ფაქტი. შემდგომში გამოძიებამ დაადგინა, რომ იგივე მეთოდით ბრალდებული სალარო აპარატებს სხვა ქალაქებშიც ქურდავდა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...