ყველა რაშისტი პასუხს აგებს, პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის – ზელენსკი

0
193

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში, თეატრის დაბომბვიდან ერთი წლის გასვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთის ბოროტების სახელმწიფო პასუხს აგებს თითოეული დაღუპულის გამო. მისი თქმით, შენობასთან გაკეთებული წარწერა “ბავშვები” ნათლად მიუთითებდა, თუ ვინ იყო ოკუპანტის სამიზნე.

ზელენსკიმ თქვა, რომ დადგება დღეს, როცა მარიუპოლს გაათავისუფლებენ, გაათავისუფლებენ მთელ სამხრეთსა და აღმოსავლეთს, ისევე როგორც ეს სხვა ქალაქების შემთხვევაში მოხდა.

“დადგება დღე, როცა ტრიბუნალი შეიქმნება ჩვენი ხალხისთვის სამართლიანობის დასამყარებლად. ტრიბუნალი, რომელიც ამ აგრესორს ისევე დასჯის, როგორც წარსულის აგრესორები დაისაჯნენ.

დადგება დღე, როდესაც უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ჩამდენი პირები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების დარბაზებში. ჩვენ გავწევთ ყველა იურიდიულ სამუშაოს.

ჩვენ მოვახდენთ ყველა საჭირო პარტნიორის მობილიზებას. ეს უკვე კეთდება. ჩვენ ყოველდღიურად ვაახლოებთ სამართალს უკრაინისთვის. ჩვენ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ. გენერალური პროკურორი და მისი აპარატი, უკრაინელი სამართალდამცავები, სპეცსამსახურები, მთავრობა, დიპლომატები, ჩემი სამსახური.

რაშიზმი ვერ დარჩება დაუსჯელ ბოროტებად. თუ რომელიმე ტერორისტს იმედი აქვს სადმე მიმალვას…. ეს მათთვის არ გამოდგება”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, ყველა რაშისტი პასუხს აგებს თოთოეული უკრაინელის სიცოცხლისთვის.

წინა სტატიადემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს 500 000 ფუნტით დაეხმარება
შემდეგი სტატიასულ წევს, უჭირს ყველაფერი ფაქტობრივად, ისიც მახსოვს, როგორი შემოვიდა ვივა მედში – ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური