“ოცნებას” უთხრეს, რომ კანონი ოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალება ვერ გახდება – კორძაია

0
139

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, ვენეციის კომისიამ პირდაპირ უთხრა “ქართულ ოცნებას”, რომ შემუშავებული პროექტი არ არის გზა, რომელიც ოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალება გახდება.

ამიტომაც, კორძაია ამბობს, რომ კანონის ამ ფორმით მიღება ევროპულ პერსპექტივას შეაფერხებს.

ვენეციის კომისია აღიარებს, რომ უახლესი პრობლემა სამყაროში ეს ოლიგარქიული მმართველობაა, მაგრამ გვეუბნება, რომ “ოცნების” მიერ შემუშავებული პროექტი არ არის ის გზა, რომელიც ეფექტიანი საშუალება გახდება ოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისა, ამიტომ, ერთი რამ ცალსახაა, ამ კანონი ამ ფორმით მიღება შეაფერხებს ევროპულ პერსპექტივას და სხვა ფორმით თუ მოხდება შეთავაზება და მუშაობა, ეს ცალკე საკითხია”. – ამბობს თამარ კორძაია.

პარალამენტის თავმჯდომარე გუშინ ამტკიცებდა, რომ ვენეციის კომიიის დასკვნა დეოლიგარქიზაციასთან დაკაშირებით დადებითია.

წინა სტატიამზად ვარ შევხვდე ყველას, ვინც ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს – იოსელიანი სტუდენტებს
შემდეგი სტატია20% ოკუპირებულია, ადგილი აქვს საეკლესიო ოკუპაციას რუსეთის ეკლესიის მხრიდან…გაუგებარია კითხვა: – სად უნდა ვიყოთ? ჩვენ ვართ ევროპა – მეუფე ზენონი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური