რუსებმა კრამატორსკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

0
247

დღეს, 14 მარტის დილით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში, კრამატორსკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

კირილენკოს ცნობით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა სამი.

Unian-ის ინფორმაციით რაკეტა სამ სართულიან კორპუსს მოხვდა, რამაც მისი დანგრევა გამოიწვია. ნანგრევებს შორის მოყვნენ კორპუსის მაცხოვრებლები. ნანგრევებიდან ისმის გადარჩენილი ადამიანების ხმაც.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები.

წინა სტატიადღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიალიბერთი განათლებისთვის – სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადნენ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური