სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” იმ მოთხოვნების შესახებ წერენ, რომელიც მათ ხელისუფლების მიმართ გააჩნიათ.
ახალგაზრდები რუსული კანონპროექტის ჩაგდებას, 7-8 მარტის აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას და იმ დეპუტატებისთვის აკადმეიური საქმიანობის შეწყვეტას ითხოვენ, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა:
დღესვე ჩავარდეს კანონპროექტი მეორე მოსმენაზე.
გათავისუფლდნენ დაკავებულები დაუყოვნებლივ.
ამ კანონპროექტის მხარდამჭერ იმ დეპუტატებს, რომლებიც ეწევიან აკადემიურ საქმიანობას, გაუწყდეთ ლექტორის შრომითი ხელშეკრულება, – წერენ სტუდენტები.