ნაცემია “დუბინკებით”, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას – ზურა ჯაფარიძის ძმა

0
184

ზურა, დუბინკებითაა ნაცემი, ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია”- ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის ძმამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გია ჯაფარიძის ინფორმაციით, მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია არასამთავრობო ორგანიზაციები და საელჩოები:

“ბევრი მირეკავს ზურას შესახებ და ვერ ვპასუხობ ყველას.
კი, ზურა დაკავებულია და არის პოლიციის მიერ “დუბინკებით” ნაცემი. დაზიანებები აქვს თავზე. რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში.
ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე საელჩო” – წერს გია ჯაფარიძე.

წინა სტატიაველი, რომ სანქციები მალე დადგება – კუბილიუსი
შემდეგი სტატიაქალთა მოძრაობის მარშს ზუგდიდიც შეუერთდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური