საქართველოს ახალი სახალხო დამცველი, შემდეგი 6 წლით, ლევან იოსელიანი იქნება

0
151

96 მომხრე –  0  წინააღმდეგი – ლევან იოსელიანი 6 წლით, საქართველოს სახალხო დამცველი გახდა. მის კანდიდატურას ნდობა პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ გამოუცხადა. 

იოსელიანს მხარი არ დაუჭირა პარტია “ლელომ”. სიტყვით გამოსვლისას, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს სახალხო დამცველი “ინიშნება”. 

იოსელიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და თეონა აქუბარდიამ. მათი პოზიციაა, რომ იოსელიანმა კომიტეტზე ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. 

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ წარადგინა.

წინა სტატიაუკრაინის თავდაცვამ ოკუპანტების მიერ დახვრეტილი გმირის ვინაობა დაასახელა
შემდეგი სტატიახმაური და ფიზიკური შეხლა-შემოხლა საკრებულოს სხდომაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური